https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა: კვლავ ხმაური, პროტესტი და დარბაზის დატოვება

16:15; 13.08.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ კოლეგებს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს, ავიაკატასტროფაში დაღუპული გმირების ხსოვნისთვის.

წუთიერი დუმილით პატივის გამოხატვის შემდეგ, დავით დარჩიამ სხდომის დღის წესრიგის წაკითხვა დაიწყო. საკრებულოს “ნაციონალმა” წევრმა რაინდი დუმბაძემ კი სიტყვა ითხოვა.

_ ორწუთიანი განცხადება მაქვს. რეალურ პრობლემებზე მინდა გითხრათ. არ ვაპირებ აჟიოტაჟის ატეხვას, _ მიმართა მან დავით დარჩიას.

_ არავითარი სიტყვა. სხდომის დასრულების ბოლოს თქვით _ მოგისმენთ ყველა, _ უპასუხა მას დავით დარჩიამ.

რაინდი დუმბაძემ კვლავ მიმართა მას და დაჟინებით ითხოვდა, ორიოდე წუთი დაეთმოთ. თან იმეორებდა, რომ არ აპირებდა ხმაურს და სხდომის ჩაშლას. მან, ასევე, შეახსენა დავით დარჩიას, რომ რამდენიმე თვის წინ, მანვე გააჟღერა ინიციატივა, სხდომის დაწყებამდე ესაუბრათ დეპუტატებს, თუ რაიმე პრობლემის გაცნობას სურდათ.

მეორე “ნაციონალმა” დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ასეთი კითხვა დაუსვა:

_ თქვენ ხომ თქვით, წინა საკრებულოს სხდომაზე, რომ აწი, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, ყველას ექნებოდა უფლება, გაეკეთებინა განცხადება? ახლა გადაიფიქრეთ? მაშინ თქვით, რომ გადაიფიქრეთ, _ თქვა მჟავანაძემ.

ამ კითხვაზე მჟავანაძეს დარჩიამ არაფერი არ უპასუხა.

“ეს არის ქოსატყუილა, _ წამოიძახა უკანა რიგებიდან ნაციონალმა დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა, _ პირველად იტყუება თუ?”

რადგან რაინდი დუმბაძეს სიტყვის თქმის უფლება მაინც არ მისცეს, “ნაციონალმა” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

რაინდი დუმბაძემ სხდომის დატოვებისას, “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ არანაირ პროვოკაციას არ აპირებდა და სურდა, მის სამაჟორიტარო ოლქში, ლაითურში, ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ესაუბრა.

_ გზის პროექტირება, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოზე დაიწყეს, ახლა შეჩერებული აქვთ _ თაროზე შემოდეს. ამ საკითხზე მინდოდა მეთქვა, აჟიოტაჟის გარეშე, მაგრამ არ მომცეს სიტყვის თქმის უფლება და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა. თუ ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრის უფლებას არ მომცემენ, რა მინდა აქ? ტყუილად დრო დავკარგო? _ თქვა დუმბაძემ.

მას შემდეგ, რაც “ნაციონალმა” დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, ხმაური შეწყდა და საკითხების განხილვა მონოტონურ რეჟიმში გაგრძელდა.

საკრებულოს წევრებმა განსაკუთრებული ყურადღებით მოისმინეს საკითხი, “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, “2017 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

საკითხის ირგვლივ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა.

მან თქვა, რომ ცვლილების თანახმად, ამიერიდან, საკრებულოს წევრები ხელფასს მიიღებენ მაშინ, როცა სხვა ყველა თანამდებობის პირი მიიღებს:

_ დღემდე საკრებულოს წევრები თვის დასაწყისში იღებდნენ ხარჯების ანაზღაურების თანხას (ამ თანხას, დიდი ხანია, მაინც ხელფასს უწოდებდნენ. ავტ.). ეს კი ქმნიდა უხერხულობას. მოგეხსენებათ, ეს ითვალისწინებს შესრულებული სამუშაოს შეფასებებს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან თანხის ჩარიცხვა მოხდება იმ დროს, როცა ყველა იღებს ხელფასს. რა თქმა უნდა, მთავარ დოკუმენტში დარჩება ჩანაწერი, თუ რისთვის იღებს საკრებულოს წევრი ანაზღაურებას. ეს თქვენ არ გათავისუფლებთ იმ სამუშაოს შესრულებისგან, რასაც სხვადასხვა აქტივობა ითვალისწინებს. მოსახლეობასთან შეხვედრები იქნება ეს თუ სხვა სამუშაოები, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ.

საკრებულოს წევრმა, ეროდი გორდელაძემ სიტყვა ითხოვა და ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ მადლობას უხდიან ლავრენტი ბიგვავას ასეთი ინფორმაციისთვის.

_ მადლობას გიხდიან ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თანამდებობები და ასევე, აქვთ ერთი სათხოვარი _ ბარემ, ცოტა ამ თანხების გაზრდაზეც იფიქრეთ, _ თქვა მან.

საბოლოოდ, დადგენილებას მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს სხდომაზე განაცხადეს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის გახორციელებას იწყება. საკითხის ირგვლივ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში უკვე მესამედ შეიტანეს ცვლილება.

პროექტი მერიის მიერ არის ინიცირებული და საზოგადოებაში საკმაო გამოხმაურება მოიპოვა. ეს არის სოციალური მიზნის მქონე პროექტი და ითვალისწინებს თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.

კერძოდ: სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალური მიზნ(ებ)ის მქონე პროექტებში მათი ჩართვის გზით; სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მოტივირებას და თვითრეალიზაციის ხელშეწყობას, მათთვის ქმედით მხარდაჭერას, მათ შორის, სოციალური საწარმოების დაფუძნების და განვითარების ხელშეწყობის გზით და დასაქმების ხელშეწყობას.

_ დადგენილების პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის გახორციელების წესს მოიცავს, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად 20 დღე განისაზღვრება, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ, რომელსაც  პარტია “თავისუფლებისთვის” დეპუტატმა სოფო ქარცივაძემ მიმართა.

_ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ საკითხის ინიცირების ინიციატივით სულ გამოვდიოდით და კომისიის ყველა სხდომებზე ვაყენებდით ამ საკითხს. “ოცნებამ” უნდა ისწავლოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. აუცილებელია, მუნიციპალიტეტებიდან დავიწყოთ დეპოლარიზაცია და არა ისეთი “კონცერტი” მოვაწყოთ, “ნაციონალური მოძრაობა” რომ აწყობს ხოლმე. ვიმედოვნებ, მომავალი 3 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ კონსტრუქციულად, _ უთხრა სოფო ქარცივაძეს გიორგი ღურჯუმელიძემ.

აღნიშნული პროექტი გრანტის სახით და ბიუჯეტის მიერ თანადაფინანსების გზით მოხდება.

საკრებულოს სხდომაზე სწრაფი ტემპით განიხილეს და დაამტკიცეს განკარგულება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ;

ასევე, მერს თანხმობა მიეცა დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში ბულვარის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი ქონების, ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო “მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინა, რომელიც საფინანსო განყოფილების გამგემ პავლე ჭყონიამ წარმოადგინა.

ანგარიში ცნობად მიიღეს.

გიორგი ღურჯუმელიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2022 წელს გასახორციელებლი შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებშიც ცვლილებები შეიტანეს და ამის შემდეგ მოწონებული იქნა.

ესენია: ოზურგეთში, სოფელ ხრიალეთში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები;

ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩის დარჩენილი მონაკვეთისა და ბაქრაძის ქუჩების რეაბილიტაცია;

ქალაქ ოზურგეთში ნინოშვილის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის და მოსკოვის ქუჩის რეაბილიტაცია;

ქალაქ ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები;

ნატანების მე-12 ბრიგადაში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა;

აღნიშნულ საკითხებზე განკარგულებები დაამტკიცეს.

საკრებულოს წევრმა დავით მდინარაძემ სხდომაზე დასვა საკითხი, მოსახლეობიდან შემოსული საკითხების, წერილების განხილვისთვის დროის გამოყოფის თაობაზე:

_ გადაწყვიტონ და ერთი დღე მაინც დაადგინონ, რომ ამ პრობლემებზე სასაუბროდ ხალხს შევხვდეთ.

მე, ხშირ შემთხვევაში, პასუხის გაცემა მიჭირს. ამიტომ, ჯობს ასე შევთანხმდეთ, _ თქვა დავით მდინარაძემ. თუმცა, მას გადაწყვეტილი პასუხი არ მიუღია.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გიორგი ღურჯუმელიძედავით დარჩიადავით მჟავანაძელავრენტი ბიგვავარაინდი დუმბაძე
გაზიარება19Tweet12Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

09:47; 25 იანვარი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24 იანვარი, 2026

"როცა პური არაა, სანახაობაა საჭირო "დასაპურებლად"

რუსეთის ტერიტორიაზე მოპარული მანქანები ცხინვალში იპოვეს

ყველა სიახლე

სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო