აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს, – ამის შესახებ Guardian-ი წერს. შემთხვევა ახალ ზელანდიაში, ოკლენდში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩემოდნები კონტეინერში ინახებოდა, მას შემდეგ კი რაც ადგილზე მიტანილი კონტეინერიდან საშინელი სუნი იგრძნეს, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ოჯახს, რომელმაც ჩემოდნები შეიძინა, მომხდართან არაფერი აკავშირებს. გამოძიება მიმდინარეობს.