ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი უარყოფს სოცმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფეხბურთელმა „ვერონას“ კარში გატანილი გოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა.
„ტყუილია ეს ინფორმაცია. ხვიჩა საერთოდ არ აკეთებს მსგავს განცხადებებს. ხვიჩა სად ნახავდა ან სანდრა რულოვს ან სააკაშვილს, ათი წლის იყო მაშინ. ამ რაღაცებს ვინც იგონებს საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი და მუშაობის უფლება“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.
ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ რიგებში სადებიუტო მატჩი წარმატებით ჩაატარა. კვარაცხელიამ შეხვედრაში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
წყარო: imedinews