abc.news-ის ინფორმაციით, Apple-მა გამოავლინა უსაფრთხოების სერიოზული ხარვეზები iPhone-ების, iPad-ების და კომპიუტერებისთვის, რაც ჰაკერებს ამ მოწყობილობების სრული კონტროლის საშუალებას აძლევს.
უსაფრთხოების ექსპერტები Apple-ის მომხმარებლებს მოუწოდებენ, მოწყობილობების განახლებისკენ.
Apple-ის ახსნა დაუცველობის შესახებ ნიშნავს, რომ ჰაკერს შეუძლია მიიღოს “სრული ადმინისტრატორის წვდომა” მოწყობილობაზე.
ეს საშუალებას მისცემს ინფორმაციის მფლობელებს გაუშვან ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა მათი სახელით, _ განაცხადა SocialProof Security-ის ხელმძღვანელმა რეიჩელ ტობაკმა.
კომერციული ჯაშუშური პროგრამების კომპანიები, როგორიცაა ისრაელის NSO Group, ცნობილია ასეთი ხარვეზების იდენტიფიცირებით და სარგებლობით, მათი გამოყენების მავნე პროგრამებში, რომელიც ფარულად აინფიცირებს სამიზნეების სმარტფონებს, ასუფთავებს მათ შიგთავსს და აკონტროლებს სამიზნეებს.
ცნობილია, რომ NSO Group-ის spyware გამოიყენებოდა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ჟურნალისტების, დისიდენტების და უფლებადამცველების წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად განახლება სჭირდება iPhone 6s და ყველა შემდგომ მოდელს, iPad Pro (ყველა მოდელს)
iPad Air 2 და ახალ მოდელებს, iPad მე-5 თაობას და შემდეგ გამოშვებულებს, iPad mini 4 და მოგვიანებით გამოშვებულებს,
iPod touch (მე-7 თაობას) Mac კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ MacOS Monterey-ზე.
ასევე არის აუცილებელი განახლება Apple-ის Safari ბრაუზერისთვის Mac-ებზე, რომლებიც მუშაობენ MacOS-ის Big Sur და Catalina ვერსიებზე.