ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს “არ აქვს მორალური უფლება”, G20-ის სამიტს დაესწოს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც გაირკვა, რომ ნოემბერში G20-ის სამიტს ვლადიმერ პუტინი დაესწრება.
“რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, იჯდეს G20-ის სამიტზე, მაშინ, როდესაც მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება. ჩვენ მივესალმებით ინდონეზიის ძალისხმევას, რუსეთის ომის შედეგები განხილული იყოს G20-ის შეხვედრებზე, ისევე, როგორც შესაძლებლობას, რომ G20-ის სამიტზე უკრაინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარმოადგინოს”, – თქვა პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ბრიტანეთი მიესალმება ინდონეზიის ძალისხმევას, რომ “დიდი ოცეულის” შეხვედრებზე რუსეთის ომის შედეგების განხილვა უზრუნველყოს. ოფიციალური ლონდონი მიესალმება იმასაც, რომ G20-ის ლიდერთა სამიტს, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მათთან საუბარში ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დიდი ოცეულის (G20) სამიტს დაესწრება. ჯოკო ვიდოდოს თქმით, სამიტზე ვიზიტს მას ჩინეთის პრეზიდენტიც, სი ძინფინგიც დაჰპირდა.
“სი ძინფინგი მოვა. ასევე, პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მოვა”. – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდონეზიის პრეზიდენტმა ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების G20-ის სამიტზე ვიზიტის გეგმები დაადასტურა.
პუტინი ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან სამიტზე მიწვევას ამ წლის აპრილში დათანხმდა. G20-ის სამიტზე მოწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ამჟამად უცნობია დაესწრება თუ არა ის შეხვედრას. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ითხოვდა, რომ G20-ის სამიტზე მოწვეული ქვეყნებიდან რუსეთი გამოეკლოთ.
G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება. დადასტურებულია, რომ კრემლის ლიდერის გარდა, მას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინიც დაესწრება.
ავტორი