გურიაში უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ძლიერ ქარია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“+38, +39 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 3-4 დღის განმავლობაში”,_ ამბობს გვაზავა.
როგორც გვაზავა აღნიშნავს, განსაკუთრებით ცხელი ამინდი დასავლეთ საქართველოში ფიქსირდება.