“როდესაც ოქტაგონზე გამოდიოდი, ცოტა დავიბენი, ფაფახის გამო ხაბიბ ნურმაგომედოვი მეგონე. მაგრამ თვითონ ბრძოლის სტილიც ხაბიბის ნაირი გქონდა – გიყვარს ის როგორც მებრძოლი და აფასებ?”
“ხაბიბი, რა თქმა უნდა სპორტის ლეგენდაა, მაგრამ ის სხვანაირია, მას ვერ მიბაძავ. უბრალოდ, ჩვენ ერთი კუთხიდან ვართ, კავკასიელები ვართ. კულტურა თითქმის საერთო გვაქვს, ერთადერთი რაც გვანსხვავებს ეს რელიგიაა. თუმცა, ის რუსეთის სახელით გამოდის. მათ (დაღესტანელებს) ადრე დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქონდათ, მაგრამ არა ახლა.
აი ამ რუკაზე საქართველოა, მაგრამ 2008 წელს რუსეთმა მისი ცენტრალური ნაწილი (სამაჩაბლო) მიითვისა, ხოლო მანამდე როდესაც მე დავიბადე დასავლეთ მხარე (აფხაზეთი). ჯამში 20% აქვთ ოკუპირებული. ახლა იგივეს აკეთებს უკრაინაში. იმედია ეს ომი მალე შეწყდება, ყოველდღე ხალხი იხოცება და არც მე და არც არავის, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
ბოლოს, ხაბიბს ძალიან ვაფასებ, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი მქვია”,_ განაცხადა დვალიშვილმა.
წყარო: europop