ფეხბურთელი ლუკა პარკაძე 2023/2024 სათამაშო სეზონზე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდს, ბაიერნს შეუერთდება. როგორც ცნობილია, კონტრაქტი 5 წლის ვადით გაფორმდა.
17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, თავდაპირველად ის აკადემიაში გაირჯება. მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.
ინფორმაციისთვის, ლუკა პარკაძე დინამოს აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა.
პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.