ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვარკეთილი 3-ის, მე-4 მიკრორაიონის 414 კორპუსის საჰაერო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინეს.
“კორპუსის მცხოვრებლებს კნუტების ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა მათ ადგილმდებარეობას ვერ მიაკვლიეს.
მაშველებმა კნუტების მდებარეობა განსაზღვრეს და სხვენიდან თოკების დახმარებით ამოიყვანეს.
აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატების ჩაცვენის ფაქტები საკმაოდ ხშირია”,_ ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.