ოზურგეთში კოვიდინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, კორონავირუსი ძირითადად სიმპტომიანების უმრავლესობას უდასტურდება. ვრცელდება ძირითადად ოჯახური კონტაქტებით. კლინიკა შედარებით მსუბუქია, თუმცა არის ჰოსპიტალიზების შემთხვევებიც.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 196 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 35 სტაციონარში, ბინაზე კი 161 მკურნალობს.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია 23311 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23019 პაციენტი, გარდაცვლილია 96.