ამოუცნობი ობიექტები, რომლებიც ქაოტურად მოძრაობენ ერთი მხრიდან მეორეზე, ინტერნეტის მომხმარებლის მიერ გადაღებულ მთვარის ზედაპირის კადრებზე გამოჩნდა. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.
ჩანაწერზე, რომელიც სავარაუდოდ ტელესკოპითაა გადაღებული, ჩანს რომ მთვარის ზედაპირზე ერთიმეორის მიყოლებით ორი მანათობელი წერტილი მოძრაობს.
ობიექტები, რომლებიც კვალს ტოვებენ მოძრავი თვითმფრინავის მსგავსად, რამდენჯერმე მკვეთრად იცვლიან მიმართულებას და თვალთახედვის არედან იმალებიან.
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს, მთვარის პირველი ექსპედიციის მონაწილემ, ედვინ ოლდრინმა განაცხადა, რომ „აპოლონ-11“-ის მთვარეზე დაფრენის დროს ასტრონავტებმა ნათლად დაინახეს გაურკვეველი მფრინავი ობიექტი, რომელიც ხომალდს თან მიჰყვებოდა. ეკიპაჟმა ამის შესახებ დედამიწას აცნობა, თუმცა, ფაქტი „ნასამ“ არ გაახმაურა.