ქალმა ქმრის მოკვლა სამ პირს შეუკვეთა, თუმცა ისინი სამიზნესთან ერთად დათვრნენ და მკვლელობის ინსცენირება კეტჩუპით განახორციელეს,_ ამის შესახებ ინფორმაციას THE Mirror ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა და მისმა ბოიფრენდმა სამ კაცს – ჰარიშს, ნაგარაჯუს და მუგილანს – წინასწარ გადაუხადა 90 000 რუპი (955 ფუნტი) მკვლელობის განსახორციელებლად და დაჰპირდნენ დამატებით 110 000 რუპს (1168 ფუნტი) მკვლელობის შემდეგ.
საკონტრაქტო მკვლელების იდეა იყო, რომ ორმა მათგანს უნდა დაექირავებინათ ტაქსი, შემდეგ კი მათ მესამე შეუერთდებოდა და მას მოიტაცებდნენ და სახლისკენ გაემართებოდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად, მასთან ერთად წვეულებაზე წავიდნენ.
შემდეგ გადაწყვიტეს, ეჩვენებინათ, რომ მათ ჩაატარეს მკვლელობა. ქალის ქმარს შეასხეს კეტჩუპი და ფოტო გადაუგზავნეს დამქირავებელს. ქალის ბოიფრენდმა ჩათვალა რომ ფოტო ყალბი იყო და სავარაუდოდ, სასოწარკვეთილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პოლიციამ ქალის და კაცის მობილური ტელეფონები შეამოწმა, რის შედეგადაც დაგეგმილ მკვლელობასთან სიდედრის კავშირიც გამოიკვეთა. ამჟამად სიდედრი, ცოლი და დაქირავებული მკვლელები დაკავებულები არიან.