169-ე საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა მერაბიშვილი ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას „ფეისბუქზე“ გაეხუმრა და მის ფოტოზე დააკომენტარა – „ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის გაკვეთილები ისწავლე“.
“იმდენი მასწავლეთ, მანანა მას, მეყოფა მთელი ცხოვრება“, – ასე უპასუხა უკვე პოპულარულმა ფეხბურთელმა თავისი პედაგოგის კომენტარს.
მანანა მერაბიშვილი თავის მოსწავლეს ასევე უწერს, რომ ის მისი საყვარელი მოსწავლეა.
„როგორი ჭკვიანიც იყო გაკვეთილზე, ისეთივე გონიერია მოედანზე“, – წერს პედაგოგი.
ინფორმაციისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელმა „ნაპოლის“ რიგებში პირველ ორ ოფიციალურ მატჩში 3 გოლი გატანა და ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.