ფოთის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა გვასალია გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია პარტიის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
“ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს. მამუკა იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღირსეული თანამებრძოლი, ფოთის და ფოთელების დიდი გულშემატკივარი. მისი დაწყებული საქმე უკეთესი ფოთისთვის და საქართველოსთვის აუცილებლად გაგრძელდება”, – წერს პარტია.