ლანჩხუთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ინფორმაცია ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა მიაწოდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11741 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 11527 პაციენტი, გარდაცვლილია 83. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 131 შემთხვევა.