საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ყოფილი დირექტორი, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, ტერიტორიული მთლიანობისთვის საქართველოს ყველა ომის მონაწილე, სპორტის, ომის, ადამიანობის ვეტერანი, მურთაზ აბაშიძე გარდაიცვალა და უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული.
მას ჰქონდა თავისებური ხასიათი. თავისივე გადმოსახედიდან აფასებდა მოვლენებს და მოქმედებდა მუდამ უანგაროდ. ფანატიკურად უყვარდა ფეხბურთი. მის განვითარებაზე ზრუნვა, ოჯახზე ზრუნვაზე მეტ საპახუსიმგებლო საქმედ მიაჩნდა. მისი ინიციატივით გაკეთდა ოზურგეთში გმირთა მეორიალი, სადაც ყოველ წელს თავს იყრიან სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა პატივსაცემად…
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, საზოგადოებას…