“მეამაყები, ლუკა კანდელაკი” – ამ სათაურით აქვეყნებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ია ხოშტარია, სადაც იგი თავის ვაჟს, ლუკა კანდელაკს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩარიცხვას ულოცავს.
ლუკა კანდელაკმა წელს წარჩინებით დაამთავრა სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლა და ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღო.