სამტრედიის მეათე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ირინე ვაშაკიძემ დღეს გაიგო, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი დისგან შევიტყვეთ.
ქეთევან ვაშაკიძე უკვე წარმატებული ექიმია.
ექიმია ასევე ქეთის და ირინას ძმა, ბაჩო. სწორედ ამას გულისხმობდა ქეთი, ალბათ, როცა მილოცვის პოსტს ასათაურებდა: ,,არ დაუჯერა დას და ძმას”.
ირინე ვაშაკიძემ თითქმის უმაღლესი ქულები მიიღო ეროვნულ გამოცდებში და წარმატებამაც არ დააყოვნა.