სამედიცინო ჟურნალი Journal of Infection-ი წერს, რომ ისტორიაში პირველად, ადამიანს ერთდროულად დაუდგინდა COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ ინფექცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი 36 წლის იტალიელია და მას ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
თავდაპირველად მას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შემდეგ კი გამონაყარი და წყლულები გაუჩნდა. აივ-ინფექციაზე და მაიმუნის ყვავილზე ჩატარებულმა ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ექიმების განცხადებით, მამაკაცს ესპანეთში ყოფნისას, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა.