უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ევროპა ზნეობრივად ყრუ იქნება რუსებისთვის ევროკავშირში შესვლის შეზღუდვის საკითხზე, მაშინ მშვიდობიანი ევროპა არ იარსებებს.
“ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როცა მას მხოლოდ ერთ დიდ ბუტიკად ან რესტორნად აღიქვამენ. ევროპა, პირველ რიგში, ფასეულობების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების. როდესაც სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურთ, ევროპას იყენებენ გასართობად ან შოპინგისთვის, თავიანთი ბედია, მაშინ როცა ისინი თვითონ მუშაობენ ომისთვის ან უბრალოდ ჩუმად ელიან რუსეთის ამორალურ დაცემას, რომელიც ხდება ახლა, მაშინ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ევროპა გაერთიანდა.