“2022 წლის საწყისი 7 თვის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 723 მოქალაქეს.
წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ”,_ ნათქვამია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.