ზუგდიდის დადიანების ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ თანამდებობა დატოვა. წასვლის შესახებ განცხადება მან გუშინ დაწერა.
“გურია ნიუსთან” საუბრისას ქარჩავა ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და მუშაობას სხვა სამსახურში აგრძელებს, მაგრამ სად, არ აკონკრეტებს.
_ ბატონო ზვიად, თქვენი სურვილით დატოვეთ თანამდებობა?
_ “დიახ. სხვა სამსახურში გადავედი. დღეს ვისვენებ. ბოდიშს გიხდით”,_ ამბობს ქარჩავა.
თუმცა, “მთავარი არხის” ინფორმაციით, ქარჩავა დაიბარეს და განუმარტეს, რომ მისთვის ჯობდა დაეწერა განცხადება და საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა თანამდებობა.
ქარჩავას წასვლა ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ მოსთხოვა. არსებული ინფრომაციით, წოწერიას ამ თანამდებობაზე საკუთარი მეგობრის, შალვა აგუმავას დანიშვნა სურს.
ავტორი