ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხანძარია.
ცეცხლი ზემოხეთის თემში, თხილაგანის მიმართულებით, ტყეს უკიდია.
ადგილზე იმყოფება საკრებულოს წევრი ზაურ ზარბაზოია.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში სამაშველო სამსახურთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. ადგილზე ელოდებიან მეხანძრე-მაშველებს მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც.
“ხანძარია ტყეში. ქვემოთ არის საბანაო და შეიძლება ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილზე არიან მეხანძრე-მაშველები, მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში”,_ ამბობს საკრებულოს წევრი ჩვენთან საუბრისას.
ავტორი