ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემოხეთის თემში, თხილაგანის მიმართულებით ტყე იწვის.
ცეცხლი დაახლოებით 2 ჰა ფართობზეა გავრცელებული.
“ადგილზე მისვლას ტექნიკა ვერ ახერხებს. ტყეში შესულია დაახლოებით 25 მაშველი დიდი ხანია, კიდევ ველოდებით მეხანძრე მაშველებს ქობულეთიდან. გზაში არიან, მგონი სამტრედიიდანაც. 15-20 კაცი კიდევ დაემატება. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ქარი ძალიან უშლის ხელს”,_ ამბობს “გურია ნიუსთან” საკრებულოს წევრი ზაურ ზარბაზოია.
ავტორი