ზემო ხეთში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა.
“ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხელით პატარ-პატარა კერების ქრობითი სამუშაოები”,_ განაცხადა შარაშიძემ.
ინფორმაციისთვის, ცეცხლი ტყეში თხილაგანის მიმართულებით გაჩნდა და წინასწარი ინფორმაციით 2 ჰა ფართობი მოიცვა. ადგილზე მისვლა სახანძრო სამსახურის ტექნიკამ ვერ შეძლო, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა ცდილობს.