ბალტიის ზღვაში, ლატვიის სანაპიროსთან კერძო თვითმფრინავი იდუმალ ვითარებაში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, ესპანეთიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ კიოლნში უნდა დაშვებულიყო, მაგრამ კურსი შეიცვალა და ბალტიის ზღვის მიმართულებით გაფრინდა. ბორტზე 4 ადამიანი იმყოფებოდა.
შვედეთის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ლარს ანტონსონმა თქვა, რომ თვითმფრინავი საწვავის ამოწურვის შემდეგ ჩამოვარდა, თუმცა ადამიანთა ნაშთები ნაპოვნი ამ დრომდე არ არის.