დღეს, დილიდან უკვე კარგად წვიმს გურიაში.
მიუხედავად იმისა, რომ გვალვამ ბოსტნეულს, ვაზს თუ ხეხილოვან–კაკლოვანებს თითქმის, მთლიანად შემოაცალა მწვანე ფოთლის სამოსი, გურულები მაინც იმედოვნებენ, რომ ეს წვიმა ცოტათი მაინც უსაშველებს წკიპზე მყოფ საშემოდგომო მოსავალს.
_წლევანდელი გაზაფხულის და ზაფხულის დასაწყისის შემხედვარე, წვიმას თუ მოვინატრებდით, ვის ეგონა. გამუდმებით წვიმდა. გვალვამ მოსავლის ნახევარზე მეტი გაგვიუქმა. ვენახს ფოთოლი არ აქვს, კაკალს და ვაშლს. ბაღჩეული ბარდებიან_ ნაყოფიანად მიახრუკა ღჯაზე და ღობეზე. იქნებ, ამ „თხროშომ“ ცოტა გვისაშველოს… სიმინდის ყანები, ვისაც ნაგვიანევად დათესილი ჰქონდა, ფაქტიურად, ტაროს გარეშეა დარჩენილი. ცოტა ჩალას თუ ისარგებლებს კაცი, ვისაც პირუტყვი ჰყავს, _ ასე საუბრობენ დილაადრიანად ოზურგეთში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ თუ თხილის მიმღებ პუნქტებთან მდგარი გურულები. ხან ცას რომ უყურებენ,თითქოს, შიშით, წვიმა არ შეწყდესო.
ამინდის პროგნოზს რაც შეეხება, კიდევ ორიდე დღე, ისევ იწვიმებს, რაც ახლა ბუნებისან შეუფასებელი საჩუქარია მოსავლის მომლოდინე გურიისთვის.
ავტორი