დღეს, დილიდან, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი თხილი (ნარევი თუ „გულშიშველა“ )2,60 ლარი ღირს. „ბერძნულა“ კი 3,20 ლარი.
ფასი, შესაბამისად 10 და 20 თეთრითაა მომატებული. ეს ხდება ღირებულების ორკვირიანი, სტაბილური ურყევობის შემდეგ.
_თხილის ფასი გაიზარდა და… გვიკვირს. ამ დროს, მაღალი ფასიც რომ ჰქონოდა, მაინც დაბლა სწევდნენ. სწავლის დაწყების სეზონზე, მსგავსი სვლები თხილის რეალიზატორებს არ ეშლებოდათ. ახლა 10 და 20 თეთრის მატებაც გვიხარია… კი უნდა გაგეცინოს ადამიანს, _ასეთ საუბარს დილიდანვე მოისმენთ თხლის მიმღებ პუნქტებთან.
როგორც თხილის მიმღები პირები გვეუბნებიან, თხილს არ ტეხენ, პირდაპირ იბარებენ საღ პროდუქტს და ამ დღეებში ფასის დაკლებასაც არ პროგნოზირებენ.
ავტორი