დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი გახდა.
ლიზ ტრასს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 236-მა დაუჭირა მხარი, სუნაკმა 60 359 ხმა მიიღო. ლიზ ტრასმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებს, ასევე მის მეტოქეს რიშ სუნაკს.
ხვალ, 6 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ლიზ ტრასს პრემიერმინისტრად ოფიციალურად დანიშნავს.