ლანჩხუთში, სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად, სავარაუდოდ, 22 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულთა ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება,11 კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 276 ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი