reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ- მინისტრმა დენის შმიგალმა მოუწოდა ევროკავშირს, მიაწოდოს კიევს მეტი იარაღი და აღჭურვილობა და თან სთავაზობს დახმარებას გაზის მიწოდებაში, რათა შემცირდეს ბლოკის დამოკიდებულება რუსეთზე.
„ჩვენ გვჭირდება უფრო თანამედროვე იარაღი, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და გემის თავდაცვა“,_ განუცხადა შმიგალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მის ქვეყანას ასევე ესაჭიროება თვითმფრინავები და მეტი ჯავშანტექნიკა, რადგან არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთს სურს დაასრულოს ომი, რომელსაც მოსკოვი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” უწოდებს.