ბათუმში საერთაშორისო ტურნირი Ateitis cup 2022 ჩატარდა ფეხბურთში, რომელშიც 13 გუნდი მონაწილეობდა.
პირველ ადგილზე გავიდა იტალიის,, იუვენტუსი “, მეორეზე- ყაზახეთის ,,კაირათი”, მესამეზე- თბილისის ,,დინამო”, მეოთხეზე- სამტრედიის ,,სამტრედია”. სამტრედიელი დათა ელიავა ტურნირის საუკეთესო მცველად აღიარეს.
,,დათა ელიავა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. 12 წლის ბიჭი 8 წელია, ფეხბურთში დადის. დათა თავიდანვე კარგი მონაცემებით გამოირჩეოდა, არის საოცრად შრომისმოყვარე, არ იღლება. ტურნირზე დამსახურებულად მოიპოვა საუკეთესო მცველის ტიტული,”– განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას მწვრთნელმა, ლერი მეგენეიშვილმა.
ავტორი