ირლანდიელი მარეგულირებლების მიერ Instagram-ი 405 მილიონი ევროთი დაჯარიმდა, – ამის შესახებ BBC წერს.
„საჩივარი ეხება ბავშვების მონაცემებს – განსაკუთრებით კი მათი ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Instagram-ის მფლობელმა Meta-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.