გაერო-ს მისია უახლოეს დღეებში დონბასში ჩავა ელენოვკაში მომხდარი აფეთქების გამოსაძიებლად. ამის შესახებ სააგენტო „დოიჩე ველე“ იუწყება პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როზმარი დი კარლომ განცხადებაზე დაყრდნობით.
მისი განცხადებით, გაერო-ს მისია უკვე ჩამოყალიბებულია და უახლოეს დღეებში გაემგზავრება დონბასში.
ინფორმაციისთვის, აფეთქებები ელენოვკას კოლონიაში 29 ივლისს მოხდა. აფეთქების შედეგად 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 75-დან 130-მდე დაშავდა.