აშშ–ს თავდაცვის მდივნის მოადგილის, საშა ბეიკერის თქმით, უკრაინის კონტრშეტევამ, რომელიც 1 სექტემბერს ხერსონის ოლქში დაიწყო, აჩვენა, რომ უკრაინელებმა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეძლეს.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები, თუნდაც ბოლო 2 დღეში.
მაგრამ კიდევ ერთხელ, რუსები არიან ძლიერი მოწინააღმდეგე და ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლა გველის,“ – თქვა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აშშ–ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას კონტრშეტევა უწოდა. აქამდე, ამ ტერმინის გამოყენებას მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ, მათ შორის იყვნენ აშშ–ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი.
ავტორი