უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან ხარკოვის ოლქში კუპიანსკი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ხარკოვის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ნატალია პოპოვა Facebook-ზე წერს.
“კუპიანსკი უკრაინაა, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“,– დაწერა პოპოვამ.
პოპოვამ უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო გამოაქვეყნა – მებრძოლები კუპიანსკის საკრებულოს შენობასთან დგანან და ხელში უკრაინის დროშა უჭირავთ.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტის წევრებმა, ბლოგერებმა და ჯარისკაცებმა ასევე განაცხადეს, რომ ქალაქი განთავისუფლდა. ოფიციალური დადასტურება ამ დროისთვის არ არსებობს.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ „უკრაინსკა პრავდას“ დაუდასტურა, რომ კუპიანსკი თავისუფალია.