რუსეთმა ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინამ, ხარკოვის ოლქში, სულ მცირე ლონდონის რაიონზე (Greater London – 1,569 კმ²) ორჯერ დიდი ტერიტორია დაიბრუნა.
„ამ სექტორში მხოლოდ იზოლირებულ ადგილებში რჩება წინააღმდეგობა. უკრაინის კონტრშეტევის პირისპირ დარჩენილმა რუსეთის სარდლობამ, სავარაუდოდ, მდინარე ოსკილის დასავლეთ სანაპიროდან, ოკუპირებული ხერსონის ოლქიდან თავისი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა,“ – წერს უწყება.
დაზვერვის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად, სამხრეთში, ხერსონთან, მდინარე დნეპრის გასწვრივ, რუსეთის მთელი ძალით ცდილობს საკმარისი რესურსების მობილიზებას.