“დააკვირდით, როგორ ცვლიან უკრაინელები მშვიდობის პირობებს. პირველ მოლაპარაკებებზე, როცა რუსეთი კიევთან იდგა, უკრაინელები ითხოვდნენ 24 თებერვლის პოზიციებზე ოკუპანტების გაყვანას და ყირიმის საკითხის 15 წლით გადადებას. შემდეგ რამდენიმეთვიანი სიჩუმის შემდეგ ჩვენებმა თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდებიან მხოლოდ სრული დეოკუპაციის ე.ი. 1991 წლის საზღვრების, ყირიმის ჩათვლით.
ახლა ხარკოვში ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ახალი პირობა – რუსეთის სრული კაპიტულაცია და ზარალის ანაზღაურება, ხოლო უკრაინის თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს ძალიან გავლენიანი მდივანი ხმამალა საუბრობენ რუსეთის დაშლაზე რამდენიმე ათეულ ქვეყანად.
მაინც რას ნიშნავს საკუთარ ძალებში სრული რწმენა და ყოველდღიური გამარჯვებები”,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელ ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს.