მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში იუწყება, რომ ლისიჩანსკის ასაღებად უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან.
“ჩემი წყაროები ლისიჩანსკში მებრძოლი შენაერთებიდან მეუბნებიან, რომ ძალიან ახლოს არიან ქალაქის აღებასთან.
ლისიჩანსკი ერთი თვის წინ დაიკავეს რუსებმა ხუთთვიანი ბრძოლების შემდეგ. ამავე დროს გათავისუფლებულია ლუგანსკის ოლქის ქალაქები ტარობელსკი, კრუმენოე და სვატოვო, მალე აიღებენ ქალაქ რუბეჟნოესაც. შემდეგი სამიზნეებია სევეროდონეცკი და თვითონ ლუგანსკი.
ხერსონში ჩვენებმა დაიბრუნეს დასახლებული პუნქტი ქ. ხერსონიდან 20კმ-ში, რაც ნიშნავს, რომ ხერსონის გადაფარვა ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივი არტილერიითაც. ხერსონში რუსებს შორის სრული პანიკაა და აქ მოვლენები ალბათ სწრაფად განვითარდება.
არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინელებმა შეიძლება მოულოდნელი შეტევა განახორციელონ ქალაქ დონეცკზე.
ხარკოვის ოპერაციაში რუსებმა დაკარგეს 1000 ერთეული ტექნიკა, რომლისგანაც 300 ერთეული უკვე გამართულია და მათ უკრაინელები გამოიყენებენ. 150-მდე უფროსი რუსი ოფიცერი ჩავარდა ტყვედ, ამას ემატება 800-ზე მეტი ჯარისკაცი. ძალიან საყურადღებოა, რომ ხერსონში დამპყრობელთა ბატალიონების მეთაურებმა გუშინ მოლაპარაკებები დაიწყეს უკრაინელებთან ტყვედ ჩაბარებაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ მომარაგება აღარ აქვთ და არც გასაქცევი გზები. ხერსონი შეიძლება ხარკოვზე დიდი მასშტაბის მარცხი აღმოჩნდეს. ის, რაც ახლა ხასიათდება რუსული ტერმინით „разгром армии“ ასეთი კრახი რუსეთს არ უგემია 1856 წლის ყირიმის კამპანიის შემდეგ. მაშინ ყირიმში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ I გულის შეტევით გარდაიცვალა”,_ წერს სააკაშვილი.