ვაშინგტონის მიერ კიევისთვის უფრო დიდი რადიუსის რაკეტების შესაძლო მიწოდება ნიშნავს წითელი ხაზის გადაკვეთას, აშშ კონფლიქტის პირაპირი მონაწილე მხარე გახდება. – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერიმა, მარია ზახაროვამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მოსკოვი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს
“თუ ვაშინგტონი მიიღებს გადაწყვეტილებას კიევს უფრო დიდი მანძილის რაკეტები მიაწოდოს, მაშინ ის გადაკვეთს წითელ ხაზს და კონფლიქტის უშუალო მონაწილე გახდება… ასეთი სცენარის შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით ადეკვატური რეაგირება გვქონდეს“, – თქვა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, კიევი აშშ–სგან HIMARS-ისა და M270-ისთვის უფრო დიდი მანძილის მქონე რაკეტების გადაცემას ითხოვს.
აშშ–ს მიწოდებულ HIMARS-ის სისტემას უკრაინა ეფექტიანად იყენებს, მათ შორის ბოლო კონტრიერიშების ფარგლებში. ამჟამად იმ რაკეტების რადიუსი, რომლებიც უკრაინას HIMARS-ისთვის აქვს, დაახლოებით 70 კმ. არის.
ავტორი