https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის საკრებულოს მორიგი სხდომა, მორიგი ხელჩართული ჩხუბითა და ერთმანეთის გინებით

11:49; 17.09.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

7 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დღის წესრიგის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს. შემდეგ, ვიდრე პირველი საკითხის ირგვლივ მომხსენებელს უხმობდა, “ნაციონალმა” დეპუტატმა, რაინდი დუმბაძემ ყურადღების მიპყრობა ითხოვა.

ის მშვიდი ნაბიჯებით წავიდა დავით დარჩიასთან და თან იძახდა, სხდომის ჩაშლას არ ვაპირებ, არაფერს ვამბობ, პრობლემების დასტა წერილობით უნდა გადმოგცეთო.

_ არ ვაპირებ სხდომის ჩაშლას, არც განცხადების გაკეთებას ვგეგმავ. მათქმევინეთ ორი სიტყვა. მოგიტანეთ ნარუჯა-ლაითურის პრობლემებზე ყველაფერი ჩამოწერილი. ნახეთ, წაიკითხეთ. მე არ ვაპირებ სხდომის ჩაშლას, _ კვლავ გაიმეორა დუმბაძემ, მობრუნდა და კუთვნილ ადგილზე დაჯდა.

დღის წესრიგის პირველი საკითხი, “მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ”, მომხსენებელმა ოფიციალურად წაიკითხა და საკრებულოს წევრებმა კამათისა და დავის გარეშე მხარი დაუჭირეს დადგენილებას.

ასევე, ყველამ მოიწონა და მხარი დაუჭირეს დადგენილებას: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის გახორციელების შესახებ”.

საკითხის ირგვლივ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა და თქვა, რომ პროექტი მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი თუ მარჩენალდაკარგული ოჯახების, მარტოხელა ხანდაზმული პირების ჩართულობას სხვადასხვა სოციალური მიზნების მქონე პროექტებში.

ასევე, ოზურგეთის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. სხდომას ესწრებოდა “დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე. მან განმარტა, რომ ორგანიზაციის ინიციატივა იყო სოციალური საწარმოების განვითარების დაწყება:

_ ეს არის საპილოტე პროგრამა და სასიხარულოა მისი დაწყება და განვითარება. დაფინანსების 30%, 14 ათასი დოლარის სახით გამოიყოფა. ეს არის განსაკუთრებული პროგრამა და იდეაც საინტერესოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხში, _ თქვა მან.

საკითხს ყველამ მხარი დაუჭირა.

როცა დღის წესრიგის მესამე საკითხი განიხილეს და “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ”, ოზურგეთის საკრებულოს განკარგულება უნდა მიეღო, “ნაციონალმა” დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ სიტყვა ითხოვა.

მან ხმამაღლა დაიწყო საუბარი გომისმთაზე არსებული დარღვევების შესახებ. მეტიც, მან ღიად თქვა, რომ არსებულმა მმართველმა ძალამ მუნიციპალიტეტში გომისმთას, როგორც კურორტს, განვითარების საშუალება არ მისცა:

_ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც კურორტ გომისმთას განვითარების საშუალება მოუსპეთ. ადექით ფეხზე და თქვით, ვის არ გაქვთ გომისმთაზე მიწა მიტაცებული. 2020 წელს ქალბატონი წულუკიანი რომ გაგზავნეთ იქ ხმების სანაცვლოდ, ეს საარჩევნოდ გჭირდებოდათ. დღეს 22 ადამიანზე საქმეა აღძრული, თითქოს, უკანონოდ მიითვისეს მიწა. მოატყუეთ ადამიანები. ეს კურორტი თქვენ გაანადგურეთ, _ ყვიროდა მჟავანაძე, რაზეც “ქართული ოცნების” დეპუტატები, ასევე, ყვირილითა და შეძახილებით პასუხობდნენ, ცრუობ და იტყუებიო.

_ ტარიელ აროშიძემ აღიარა და დეკლარაციაში პირდაპირ წერს, უკანონოდ მივითვისეო, _ იყვირა მჟავანაძემ და ხელი “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, საკრებულოს წევრის ტარიელ აროშიძისკენ გაიშვირა.

საპასუხოდ აროშიძემ პირდაპირ შეაგინა მჟავანაძეს. გინებას “ნაციონალი” დეპუტატების მხრიდან საგნების სროლა მოჰყვა აროშიძის მიმართულებით და უკვე ორივე მხარის შემადგენლობა წამოიშალა და გაიწია ერთმანეთისკენ.

გინება, გაწევ-გამოწევა, ყვირილი, ფიზიკურ ჩხუბში და კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებაში რომ არ გადაზრდილიყო, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ შესვენება გამოაცხადა.

(აქვე შევნიშნავთ, რომ მიუხედავად არაერთგზის საკითხის დაყენებისა, შეწყვეტილიყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომებზე გინება, ყვირილი, გამუდმებული დაპირისპირება, რაც დროის ფუჭი ფლანგვა და უკუსვლაა მხოლოდ _ შედეგი მაინც არ დადგა. აღნიშნულ თემაზე საგანგებო განცხადებაც გაავრცელა საკრებულოს წევრმა, გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ალეკო ბურჭულაძემ. ავტ.).

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”, 2021 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა.

მან თქვა, რომ ოზურგეთის საკრებულოს ბიუჯეტის ზრდა 3 873 833 ლარით ხდება და მატების შედეგად, ჯამში, ოზურგეთის ბიუჯეტი 61 371 733 ლარს შეადგენს.

გაზრდილი ბიუჯეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების გახორციელებას მოხმარდება.

“ნაციონალმა” დეპუტატმა ბესო ქათამაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების პრიორიტეტულობას მხარი დაუჭირა, თუმცა, თქვა, რომ მოსახლეობა როცა გაღარიბებულია, არანაირად არ შეიძლება, ვთქვათ, თერთმეტი კამერისთვის სამასი ათასი ლარი გამოიყოს:

_ ყველა ექვს კილომეტრში სათვალთვალო კამერის დაყენება რას ემსახურება? საკვების ფული არ აქვს მოსახლეობას და მათი დაჯარიმება შეიძლება? ჩაის ბუჩქებში და ტყეშია კამერები დაყენებული. ვის სჭირდება ეს? _ ბრაზობდა ქათამაძე.

გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა, რომ თუ მოისმენდა, აუხსნიდა:

_ კამერების დამატებას კიდევ ვითვალისწინებთ და მათი რიცხვი გაიზრდება. მარტო პარკებში ჰქონდა უამრავ, მოუთმენელ, ვანდალურ ფაქტებს ადგილი, ამიტომაც უნდა დაიდგას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. უსაფრთხოების გარანტი იქნება ეს კამერები, _ თქვა ღურჯუმელიძემ.

ბესო ქათამაძემ კი ამჯერად განაცხადა, რომ ეს კამერები არანაირ უსაფრთხოებას არ იცავს და ისინი პოლიციის უფლებებში იჭრებიან.

საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა სოფელ ბახვში არსებულ წყლის პრობლემის თაობაზე ისაუბრა.

_ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე საუბრობთ და ერთი თვე სოფელ ბახვში წყალი არ იყო. ერთ-ერთ უბანში მცხოვრებ რუსუდან ახალაძეს კი ისევ არ აქვს სახლთან მისასვლელი ხიდი. მიუხედავად იმისა, არა ერთხელ დავსვით ეს საკითხი, _ თქვა მან და ფოტოები ააფრიალა.

_ თუ დამაცდით, ამაზეც გიპასუხებთ. გასულ წელს დასრულდა 30-წლიანი უწყლობის პრობლემა ანასეულში. მე იქ ვცხოვრობ და ვიცი, რას ნიშნავს უწყლობა. საკითხი არ არის, რის შესახებაც არ ვიცოდეთ. რაც შეეხება იმ ხიდს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე იმყოფებოდა ადგილზე და ამ ეტაპზე ზრუნავს, დაეხმაროს ამ ოჯახს. ვიდრე ტენდერი გამოცხადდება და გაკეთდება ხიდი, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.

საკრებულოს წევრმა რაინდი დუმბაძემ საფრთხის შემცველად მოიხსენია ლაითურის წყალმომარაგების სისტემა, რომელიც ხუთი მილიონი ლარი დაჯდა.

_ სათავე ნაგებობას აქვს პრობლემა. არ არსებობს გაწერილი გრაფიკი და გვალვის პერიოდში არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ სათავე ნაგებობა არ მოიშალოს, _ მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს.

გიორგი ღურჯუმელიძემ განმარტა, რომ აღნიშნული წყალმომარაგების კონტროლი და მართვა გადაცემული აქვს შპს “სატისს”:

_ რაც შეეხება გრაფიკს თუ ტარიფს, ეს საქართველოს მარეგულირებელ კომისიას ეხება. საკითხი მარტივი არ არის, ჩვენ წუთით არ გავჩერებულვართ, საქმეს ვაკეთებთ.

საბოლოოდ, საკრებულომ მიიღო განკარგულებები: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ”;

“საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ” და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის #28 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ასევე დაიწყო საჯარო წარმოება “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ”.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ბესო ქათამაძეთათია ნიკოლაშვილი
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ – მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს

11:50; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

შათირიშვილი „ქართულ ოცნებაზე”: საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას

11:18; 2 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: “ტრამპი ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა, ვიდრე „მშვიდობის მტრედი“

10:59; 2 თებერვალი, 2026

"ეს არის მშვენიერი გზა ეკონომიკური სიძლიერისთვის"

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო