https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს არის მშვენიერი გზა ეკონომიკური სიძლიერისთვის”

11:58; 17.09.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

11 სექტემბერს, დაბა ურეკში, პირველად ჩატარდა აგრო-ტურისტული ფესტივალი, რომლის ორგანიზება ასოციაცია “ჩაის გზამ” გასწია.

ფესტივალში თხუთმეტამდე ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც თავად არიან აღნიშნული ასოციაციის წევრები. ესენი არიან ჩაის, ჩურჩხელის, თაფლის, სხვადასხვა პროდუქციის, ღვინის მწარმოებელი ფერმერები.

აგრო-ტურისტული ფესტივალი ერთგვარი სიახლეა, მსგავს სიახლეთა შორის, რამაც შესაძლოა, კარგი ხელმძღვანელებისა და ორგანიზატორების ხელში, სერიოზული ძვრა მოახდინოს გურულ მეწარმეთა საქმიანობის წინსვლაში, მცირე ბიზნესის გაძლიერებაში.

გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილმა პროდუქციამ სხვადასხვა კუთხით მიიქცია ყურადღება.

_ მე, როგორც მესამე შვილს, ისე ვუყურებ ჩემს ახლად დაწყებულ საქმეს. “ტაბერნე გურიაში”, დღითიდღე ახერხებს, დაიმკვიდროს საკუთარი ნიშა და ასეთი ფესტივალი საუკეთესო სტიმულია ჩემთვის და ზოგადად, ყველა მცირე მეწარმისთვის, რომელიც ბიზნესს იწყებს. აქ თავი ვიგრძენი ღირსეულ მეწარმედ. აქ, სხვა პროდუქციასთან ერთად, წარმოვადგინე “ბრინჯულა”, რომელიც გურული კერძია. კონკრეტულად კი მისი დამზადების ისტორია ლანჩხუთში იღებს სათავეს. ძალიან მოეწონათ “ბრინჯულას” ვარიაციები და ეს მიხარია, _ გვითხრა მცირე მეწარმემ კესო მახარაძემ.

ინდმეწარმე მზია შარაშიძემ, რომელიც ჩურჩხელებს დიდი ხანია, ამზადებს, თქვა, რომ მისთვის, როგორც მარტოხელა დედისთვის და ქალბატონისთვის, საუკეთესო გზამკვლევი და დამხმარე საშუალებაა ასეთი ფესტივალი.

_ ეს არის ჩვენნაირი საშუალო ფენის, იმ ადამიანებისთვის დახმარების ხელის გაწოდება, ვინც აპირებს ბიზნესში ფეხი შედგას. მე წარმატების გზას უკვე დავადექი. მიხარია, რომ ამ ასოციაციის წევრი ვარ. ვიმედოვნებ, ჩვენს ფენასაც გაეხსნება გზა სერიოზული წარმატებებისკენ და ამ სივრცეში სწორედ “ჩაის გზა” გაგვიყვანს, _ თქვა ქალბატონმა მზიამ.

_ “ჩაის გზა” გურიაში, ზოგადად, დასავლეთ საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, სერიოზულ საქმეს გააკეთებს. საამისო წინაპირობა სახეზეა, _ გვითხრა ჩაის მწარმოებელმა, ცნობილმა ფერმერმა დავით თენიეშვილმა.

_ გურიაში ღვინის ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მის განვითარებასთან. ასეთი ფესტივლის მიზანი ისიც არის, რომ აღნიშნულ საქმეს არ სჭირდება პოპულიზმი და რომ გურიამ უნდა გაიგოს, რომ საღვინე ჯიშების მაღალი პოტენციალი არსებობს. ჩემთვის ეს არის საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ. ის მაძლევს შესაძლებლობას, თვალსაწიერი გავიფართოვო. ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ვახერხებთ, რომ ბიზნესმა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი არჩინოს. სამომავლოდ კი ყველასთვის, ვინც აქ არის ან არ არის და ამ საქმეს მოჰკიდა ხელი, წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას შეუდგეს, _ გვითხრა “მენაბდის მარანის” წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.

 “ბახვიჰესის” გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი, დავით მიქელაძე ამბობს, რომ ეს დღე უმნიშვნელოვანესია , როცა “ჩაის გზა” პირველ აგროფესტივალს ატარებს:

_ ჩვენ ამ ასოციაციას შევუძინეთ დახლები, რომლებიც ყველა გამოფენაზე გამოადგებათ მეწარმეებისთვის. სამომავლოდ ეს გზა აუცილებლად დაეხმარება ადამიანებს აგროტურისტული მიმართულების კარგად განვითარებისთვის, რათა მათ გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლები, _ განაცხადა მან.

გურული მეწარმეების წარმოდგენილ პროდუქციას შორის გამორჩეულად ჩანდა ღვინის, საწებლების, თაფლის, ჩურჩხელის მწარმოებელთა პროდუქცია. მათ გვერდით კი, განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი იყო გურულ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. აქ უხვად იყო სამკაულები, სხვადასხვა აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები…

_ ჩვენ აქ გვიდევს “სიკეთის ყუთი”. თანხას, რომელსაც ჩვენი ნამუშევრების გაყიდვით ავიღებთ, აქ ვათავსებთ. ნახევარს გადავცემთ მეგობრებს, ვისაც უჭირს. ნახევარს კი კვლავ საჭირო მასალის შეძენას მოვახმართ, _ გვითხრეს ოზურგეთელმა მოსწავლეებმა _ ნინი და ლიკა მამეშვილებმა.

ასეთივე აზრი გამოთქვეს ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომელთაც წარმოდგენილი ჰქონდათ, სასოფლო სამეურნეო შრომისთვის აუცილებელი ნივთები.

_ ამერიკის საელჩოს პროექტი: “ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისთვის”, ხელს უწყობს მოსწავლეთა პროფესიული და სამეწარმეო უნარების განვითარებას. ჩვენ ავირჩიეთ გურული ხელსაქმე. ბავშვებს ხალხური რეწვის გაკვეთილებს უტარებს სოფელში ამ საქმის ერთადერთი მცოდნე, მერაბ სალუქვაძე. მოსწავლეებმა საუცხოოდ აითვისეს გიდლის, გოდრის დაწვნის ხელოვნება. სულ 15 მოსწავლე, რომელიც აღნიშნულ სწავლებას ესწრებოდა, სექტემბრიდან ისწავლიან ჩიჩილაკის დამზადებას. შემდეგ კი საკალანდო ბაზრობაზე გავყიდით და შევიძენთ სკოლისთვის საჭირო ინვენტარს, _ თქვა ისტორიის მასწავლებელმა ირმა გორდელაძემ.

აქ წარმოდგენილი იყო ასევე ჩოხატაურიდან _ ამაღლების და იანეულის საჯარო სკოლების მოსწავლეების კუთხეები.

ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა ისაუბრა ამერიკის საელჩოს პროექტის დიდი მნიშვნელობაზე:

_ აღნიშნული პროექტის გახორციელება ჩვენს სკოლაში ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ. ოცამდე ბავშვი სწავლობდა თექაზე მუშაობას. ამ მოსწავლეებში ყველა ასაკის წარმომადგენლობა იყო. ისინი ძალიან დაინტერესდნენ თექის ხელოვნებით და შეძლეს, რომ დღეს ფესტივალზე ასე კარგი ნამუშევრებით წარმოდგენილი იყვნენ, _ გვითხრა მან და “სიკეთის ყუთის” დანიშნულებაც განმარტა, _ ნახევარი მოხმარდება გაჭირვებულ ბავშვებს, ნახევარი კი სამუშაო მასალის შესაძენად იქნება განკუთვნილი.

იანეულის საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი წულაიამ განმარტა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სასკოლო ნაკვეთზე სათბურის დადგმა გადაწყვიტეს:

_ დავდგით სათბური და დავრგეთ სამასი ძირი მარწყვი. ძალიან შეგვიშალა ხელი გვალვამ. მიუხედავად ამისა, რომ წყალიც გვქონდა და არაფერს ვაკლებდით მცენარეს, მაინც დავზარალდით. თუმცა, დღეისთვის ასი ძირი ნერგი უკვე გამოყვანილი გვაქვს. ასევე გუშინ მოვკრიფეთ მოკრძალებული მოსავალი და დღეს აქ გასაყიდად აქვთ ბავშვებს გამოტანილი. ნერგებს შეჭირვებულ ოჯახებს დავურიგებთ. პროექტი ოქტომბრისთვის დასრულდება და ვიმედოვნებ, რომ უკეთესი გაგრძელებაც ექნება ამ საქმიანობას, _ გვითხრა სკოლის ხელმძღვანელმა.

ფესტივლის დასასრულს, “გურია ნიუსი” ასოციაცია “ჩაის გზის” ხელმძღვანელს, ღონისძიების ორგანიზატორს, ალეკო მამეშვილს ესაუბრა:

_ ასოციაცია “ჩაის გზის” მხარდამჭერი არის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, “ბახვიჰესის” წარმომადგენლობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ასევე მოვიწვიეთ პროექტ “ღვინის სოფელის” მონაწილეები. ფესტივალზე იყვნენ ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტში მონაწილე ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მარტივ სამუშაოებს ასრულებენ და ეჩვევიან შრომას, ეუფლებიან პროფესიას. ჩვენი მიზანია, ასეთი ღონისძიებით სეზონი გახანგრძლივდეს. სამომავლოდ გვინდა, კიდევ უფრო ორგანიზებულად გავაკეთოთ ღონისძიებები. ოქტომბერში ასოციაცია გეგმავს გურჯაანში ფესტივალში მონაწილეობას და მომავალი წელი უფრო დახუნძლული იქნება ასეთი ღონისძიებებით.

ეს ხელს შეუწყობს, პირველ რიგში ქართული, გურული პროდუქტის პოპულარიზაციას. ყველა კარგ ამბავთან ერთად, გაზრდის გურული, ქართული პროდუქციის ცნობადობას და ასევე გაზრდის მეწარმეების შემოსავლებს! ეს არის და იქნება მშვენიერი გზა ჩვენი მეურნეების, მშრომელი ადამიანების ეკონომიკური სიძლიერისთვის! მიზანიც ეს არის! _ თქვა ალეკო მამეშვილმა.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ალეკო მამეშვილიირმა გორდელაძელალი წულაია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სეს-ი: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა

15:00; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- მეტეოროლოგი უამინდობის დროს საჭირო რეკომანდაციებს აქვეყნებს

14:40; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – საქსტატი

13:43; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„ოდესმე, მიაქცევს ვინმე ყურადღებას ჩემს ნახატებს, მოიცლიან ჩემისთანა ხალხისთვისაც“ _ ამბავი ერთი მხატვრისა

12:52; 19 თებერვალი, 2026
საზოგადოება

კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

11:46; 19 თებერვალი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

"როგორ მენატრები და ვიწვები, რომ იცოდე უშენოდ” – მარინა ენდელაძის ემოციური პოსტი

ყველა სიახლე

მსოფლიო

ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

15:12; 19.02.2026
საზოგადოება

სეს-ი: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა

15:00; 19.02.2026
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- მეტეოროლოგი უამინდობის დროს საჭირო რეკომანდაციებს აქვეყნებს

14:40; 19.02.2026
პოლიტიკა

„ძლიერი საქართველო – ლელო” გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი“

14:15; 19.02.2026
სამართალი

“ბრალდებულმა დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა ჯამში 550 000 აშშ დოლარი”

14:07; 19.02.2026
საზოგადოება

საქართველოდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – საქსტატი

13:43; 19.02.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ქვეყანას ევროპული გზიდან და ევროპული რეფორმებიდან აშორებს

13:37; 19.02.2026
ფინანსები

თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

13:00; 19.02.2026
საზოგადოება

„ოდესმე, მიაქცევს ვინმე ყურადღებას ჩემს ნახატებს, მოიცლიან ჩემისთანა ხალხისთვისაც“ _ ამბავი ერთი მხატვრისა

12:52; 19.02.2026
სამართალი

ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმე – რა უთხრა მოწმემ ნაფიც მსაჯულებს?

12:17; 19.02.2026
საზოგადოება

კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

11:46; 19.02.2026
საზოგადოება

ათ მილიონიანი რეაბილიტაცია, რომლის დასრულების ვადა კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა

11:45; 19.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში – დაკავებულია 29 პირი

11:24; 19.02.2026
სამართალი

“მეზობელ არასრულწლოვან გოგოს სქესობრივ კავშირს სთავაზობდა” _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:09; 19.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო