ჩოხატაურში “ქართული ოცნების” ოფისის ცენტრალურ კედელზე გაკრული დიდი ზომის ბანერი ჩამოხიეს.
ფაქტი, სავარაუდოდ, წუხელ გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დააზიანა.
საკითხზე უკვე დაწყებულია მოკვლევა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.