ჩვენ სრული არმიით არ ვიბრძვით, მხოლოდ არმიის კონტრაქტორების ნაწილით – ამის შესახებ ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომის მიზნებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, მთავარი მიზანია დონბასის მთელი ტერიტორიის განთავისუფლებაა.
,,სპეცოპერაციის გეგმა არ ექვემდებარება კორექტირებას. გენერალური შტაბი ოპერაციის მსვლელობისას იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, რაღაც საკვანძოს, მთავარი მიზანი კი დონბასის მთელი ტერიტორიის განთავისუფლებაა.
ეს მუშაობა გრძელდება უკრაინის არმიის კონტრშეტევის მცდელობების მიუხედავად. ჩვენი შეტევითი ოპერაციები თავად დონბასში არ ჩერდება, ისინი გრძელდება. ისინი ნელი ტემპით მიდიან, მაგრამ თანმიმდევრულად, თანდათანობით, რუსული არმია ახალ და ახალ ტერიტორიებს იკავებს.
ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ რომ ჩვენ არ ვიბრძვით ჩვენი სრული არმიით, ჩვენ რუსული არმიის მხოლოდ ნაწილით ვიბრძვით, მხოლოდ კონტრაქტორების ნაწილით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უკავშრდება პერსონალის კონკრეტულ მონაცემებს და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამ ნაწილში არ ვჩქარობთ. თუმცა, ზოგადად, არავითარი ცვლილება არ არის, ის, რასაც გენერალური შტაბი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაღაც მეორეხარისხოვანია. მთავარი მიზანი უცვლელი რჩება და ის სრულდება.“ – თქვა პუტინმა.
ავტორი