ჩუგუევში, რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 11 წლის გოგონა ემსხვერპლა, – ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. ამის სესახებ BBC წერს.
მისი ბავშვი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.
“რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა”, – აცხადებს სინებუგოვი.
ჩუგუევი ხარკოვიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ომის პირველივე დღეებიდან იგი ფრონტის ზოლის ქალაქი აღმოჩნდა და რეგულარულად იბომბებოდა. ივნისში რაკეტა მოხვდა კულტურულ ცენტრს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ სარდაფში ბომბის თავშესაფარში.
ასევე დღეს, 17 სექტემბერს, რუსმა ოკუპანტებმა ჩუგუევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები, საწარმო და ბენზინგასამართი სადგური.
ავტორი