რუსული პროპაგანდისტული მედია ინტერფაქსი წერს, რომ რუსულმა გვარდიამ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების 52 მცხოვრები დაატყვევა – ამის შესახებ unian წერს.
როგორც უკრაინული გამოცემა წერს ოკუპანტები ამას „დაკავებას“ უწოდებენ. ასევე ამბობენ, რომ ეს ადამიანები სავარაუდოდ „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კავშირების გამო დააკავეს“.
unian წერს, რომ შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსებმა გააძლიერეს ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ოკუპირებულ ხერსონში გაიზარდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ახალი ნაწილები , დასახლებული პუნქტები დაკეტილია და ადგილობრივებს არ აძლევენ ტერიტორიის დატოვების უფლებას, ემუქრებიან სროლით.
იმავდროულად, ხარკოვის რეგიონის ახლახან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს მასობრივი საფლავები სამხედრო პერსონალისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით , წამების აშკარა ნიშნებით.
4 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან თითქმის 600 ადამიანი გაათავისუფლა, მათგან 100 მშვიდობიანი მოქალაქეა. დეპორტირებული უკრაინელების სავარაუდო რაოდენობა, აგრესორის მონაცემებით, 3 მილიონ ადამიანს აღწევს.
ავტორი