ხვალიდან ამინდი იცვლება. გურიის რეგიონში დასავლეთის მიმართულების ქარს, აციებას და დღისა და ღამის ტემპერატურების ერთმანეთთან გათანაბრებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელი ამინდის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა ესაუბრა.
“აღმოსავლეთის მიმართულების ქარს დასავლეთის მიმართულების ქარი შეცვლის. ხვალ ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს 10, 12 გრადუსით. ახლა თუ ფიქსირდება +35, +37 გრადუსი, ხვალ მოსალოდნელია +24, +26 გრადუსის დაფიქსირება. 20 სექტემბერსაც ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, თუმცა ნალექი შეიძლება შეწყდეს. 21 სექტემბრიდან ორშაბათამდე მონოტონური წვიმებია მოსალოდნელი, ნალექი გაძლიერდება შაბათ-კვირას. 23 სექტემბრის ჩათვლით დღის მაქსიმალური და ღამის მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა ერთმანეთს გაუტოლდეს”,_ ამბობს დოდო გვაზავა.
ავტორი