ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
გარდა ამისა, ბანკში შეჭრილი პირი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არის მიმაგრებული.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილმა მძარცველმა 2 მძევალი გაათავისუფლა. სამართალდამცავებმა ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს. არსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრის დროს შენობაში 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა.