“მთავარი არხის” ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც დღეს ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული შეიჭრა და 12 პირი მძევლად აიყვანა, გრიგოლ ნარსიაა, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
შეიარაღებული პირი უკვე დაკავებულია. დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია. ტერიტორია გახსნილია.