ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის თქმით ლატვია რუსეთის არცერთ მოქალაქეს არ შეიფარებს, ვინც ქვეყნიდან სამხედრო მობილიზაციას გაექცევა. ამის შესახებ დიპლომატი twitter -ზე წერს.
მან, ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის შანტაჟს და შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ უკრაინას.
“უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც მობილიზაციისგან თავის არიდებას ეცდება. ასევე არ შევცვლით 19 სექტემბრიდან შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვებს”. – წერს რინკევიჩი.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ “ბირთვული შანტაჟის” გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.
ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა.
ავტორი